სუსმა შესაძლოა რამდენიმე პირის დევნა დაიწყოს

სუსმა შესაძლოა ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, ქართულ ენაზე ისლამისტების პროპაგანდისტული არაერთი გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ოპერატიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით ასეთი ვებ-გვერდების არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში მიზანშეწონილიც იყო, თუმცა მათი აკრძალვის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავენ.

ამასთან, იგი არ აკონკრეტებს, იმართება თუ არა აღნიშნული პროპაგანდისტული ვებ-გვერდები საქართველოდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button