“მაესტროს” საქმე

შპს “სტუდია მაესტროს” გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატ ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, “სტუდია მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძის მხარესა და ამავე კომპანიის წილის მფლობელ, მაკა ასათაინის მხარეს შორის კომუნიკაცია შედგა.

კორძახიას თქმით, კომუნიკაციის მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყება იყო. განსხვავებული ინფორმაცია აქვს მაკა ასათიანის ადვოკატს. გიორგი გვენეტაძის თქმით, ასათიანი საკუთარ პოზიციას წერილობითი განცხადების სახით დააფიქსირებს. “მაესტროს” 5-პროცენტიანი წილის მფლობელმა ეკა აკობიამ მხარეებს მოლაპარაკება და მედიატორობა გუშინ შესთავაზა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტთა ნაწილმა „პირაკრულთა აქცია” გამართა.

პროტესტის ნიშნად, პირზე “ლენტები” აიკრეს. ისინი სასამართლოსგან კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვდნენ. როგორც ჟურნალისტებმა განაცხადეს, ამ დრომდე ლოგოს და სახელის გარეშე მაუწყებლობენ. აქციაში მონაწილეობა ბაია გადაბაძემ, მამუკა ღლონტმა და ბაჩო კიკაბიძემაც მიიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button