სვანეთში ლამპრობა აღნიშნეს
სვანეთში ლამპრობის სახალხო დღესასწაულს წელიწადში სამჯერ აღნიშნავენ. პირველი იანვრის ბოლოს, მეორე თებერვლის დასაწყისში და მესამე კი მირქმის დღესასწაულის აღსანიშნავად.
უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ ლამპრობა მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაული, ძირითადად, თებერვალში იმართება.
მისი მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვაა.
ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებენ.
ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრება.
ზემო სვანეთში ლამპრობას „სვომონობასაც“ ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის – ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა.
ლამპრობა სვანეთში, 14 თებერვალს გაიმართა.
ის მირქმის დღესასწაულს უკავშირდება და მოსახლეობა ამ დღეს საფლავებზე ცეცხლს ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას შესთხოვენ.