მსოფლიოსაქართველოსიახლეები

Starlink-ის თანამგზავრები საქართველოს ცაზე

26 აპრილს საღამოს საქართველოს ცაზე, მთვარისა და ვენერას გამოსახულების გვერდით, ერთ მწკრივად განლაგებული ათობით მანათობელი ობიექტი გამოჩნდა.

ეს ობიექტები არის მილიარდერი ილონ მასკის კომპანია Space X-ის თანამგზავრები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ცაზე გამოჩნდა.

საუბარია Space X-ის პროექტ Starlink-ზე, რომლის ფარგლებშიც კომპანიას უკვე 400-ზე მეტი თანამგზავრი ჰყავს ორბიტაზე გაშვებული.

ილონ მასკი 2022 წლამდე 12 ათასი თანამგზავრის გაგზავნას გეგმავს. პროექტის საბოლოო მიზანი, მსოფლიოსთვის არსებულზე გაცილებით სწრაფი ინტერნეტის მიწოდებაა.

ბოლო პერიოდში, არაერთი ქვეყნიდან, შეუარაღებელი თვალით ჩანს თანამგზავრები.

Space X-ის ვებგვერდის თანახმად, თბილისიდან თანამგზავრების დანახვა 27 აპრილს 21:07 საათზე და 30 აპრილს 05:34 საათზე იქნება ყველაზე უკეთ შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button