ბრიტანეთში ამერიკული გამანდგურებელი ჩამოვარდა [Video]

აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი – F-18 Hornet დიდ ბრიტანეთის აღმოსავლეთით, საგრაფო სუფოკლში ჩამოვარდა და ფერმას დაეცა, იუწყება The Telegraph.

საჰაერო ხომალდი, ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო ამოცანების შესრულების შემდეგ, 6 გამანადგურებლისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად აშშ-ში ბრუნდებოდა. თვითმფრინავს ბრიტანულ ავიაბაზაზე (Lakenheath) საწვავი უნდა მოემარაგებინა. გაურკვეველი მიზეზების გამო, გამადგურებელი ბაზიდან 5 მილში ჩამოვარდა.

სამართალდამცველი ორგანოების ინგორმაციით, მიწაზე არავინ დაშავებულა, მაგრამ თვითონ პილოტი დაიღუპა, მან კატაპულტირება ვერ მოახერხა.

პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამერიკული სამხედრო უწყება კატასტროფის მიზეზს ამჟამად იძიებს.

გუშინ, სუფოკლის მკვიდრმა სურათი ზუსტად იმ თვითმფრინავს გადაუღო, რომელიც დღეს – 22 ოქტომბერს დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button