მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“ევროპული საქართველოს” წევრებმა კახეთში მაჟორიტარების ბიუროების “დაბოქლომება” სცადეს

“ბოქლომების აქციის” ფარგლებში, დღეს დილით პარტია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” კახეთის ადგილობრივი რგანიზაციის ხელმძღვანელებმა და მხარდამჭერებმა თელავსა და ლაგოდეხში, ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს შესასვლელი კარებებისთვის ბოქლომების დადება სცადეს.

თელავში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს ამის საშუალება მერიის დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს, ლაგოდეხში კი მოძრაობის წევრებს პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დახვდნენ და გურამ მაჭარაშვილის სამუშაო ოთახის კარისთვის ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე, ევროპული საქართველოს წევრებს მაჟორიტარი დეპუტატის სამუშაო ოთახის კართან ცოცხით ხელში დახვდა და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა შეახსენა.

ამის შემდეგ “ევროპული საქართველოს” ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბოქლომი მერიაში არსებულ სხვა კარზე შეაბა.

“ევროპული საქართველოს” თელავის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლელა მენთეშაშვილის განცხადებით კი, ის იმდენიხანი დარჩება ადგილზე, ვიდრე ბოქლომის დადებას არ შეძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button