მსოფლიოსიახლეები

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ახალგაზრდები ტოვებენ

ახალგაზრდა ჩრდილოეთ მაკედონელები ქვეყანას ტოვებენ. უკეთესი მომავლისა და ხელფასის საძიებლად ისინი ევროპაში მიემგზავრებიან. – იუწყება ევრონიუსი.

ჩრდილოეთ მაკედონიის არაერთ ქალაქში ცარიელ ქუჩებსა და მიტოვებულ მაღაზიებს შეხვდებით. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანა მოსახლეობის ათმა პროცენტმა დატოვა. ქვეყანაში საშუალო ხელფასი 470 ევროა, რაც ბევრისთვის საკმარისი არაა.

„აქ ცხოვრება ძალიან რთულია. სისტემა არ მუშაობს, ხოლო მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. გარშემო უამრავი უსამართლობაა“, – წუხს აქტივისტი სოფია გეტოვა.

ქვეყანაში ასევე შიშობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მიგრაცია შეიძლება გაიზარდოს. ამის მაგალითია ხორვატია, რომელიც ევროკავშირს 2013 წელს შეურთდა, რის შემდეგაც ქვეყანა მოსახლეობის ათმა პროცენტმა დატოვა.

„მიგრაცია ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ქვეყნიდან ახალგაზრდები მიდიან, რის გამოც სამუშაო ძალის დიდ ნაწილს ვკარგავთ“, – ამბობს ხორვატი მერი ზელკო გლავიჩი.

სიტუაციის გამოსასწორებლად ხორვატიის მთავრობამ გამოყო თანხები, რათა ევროკავშირში მცხოვრებ თანამემამულეებს ქვეყანაში დაბრუნებისა და ბიზნესის დაწყების მოტივაცია მიეცეთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button