მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომს შეერთებული შტატები მართავს

აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს ომს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის ამოცანა რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიღწევაა მისი მტკიცებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ხელით იბრძვის.

„რაც ხდება, არის ის, რომ უკრაინას მრავალი წელია, ამზადებდნენ, რათა საკუთარი ხელებითა და სხეულით ეწარმოებინა ბრძოლა, რომ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ. რაც უნდა თქვან, აწარმოებენ ამ ომს, ამარაგებენ იარაღით, საბრძოლო მასალით, დაზვერვით, სატელიტური მონაცემებით – აწარმოებენ ომს ჩვენ წინააღმდეგ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ამასთან დონალდ ტრამპის თქმით, მან ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, არ დაეწყო ომი უკრაინაში. ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომს მოაგვარებს.

ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამერიკის ხელისუფლებაში მისი დარჩენის შემთხვევაში რუსეთი, უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button