“იმ აღქმის უკან, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, არსებობს რეალური კომპონენტები”

“იმ აღქმის უკან, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, არსებობს გარკვეული რეალური კომპონენტები”, – ამის შესახებ განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღეს ახალ სამთავროვო პროგრამას უსმენენ.
“ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობის გარეშე მსგავსი პრობლემების დაძლევა არის შეუძლებელი. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად ღია და მაქსიმალურად ტრანსფარენტული უწყება. დიდი იმედი გვაქვს, დავიმსახურებთ იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ეფექტური საპოლიციო სერვისების მისაწოდებლად”, – განაცხადა გახარიამ.
დღეს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგელობასა და ახალ სამთავრობო პროგრამას უსმენენ საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე გადის.