Samsung-ის დრეკადი სმარტფონის ფოტო გამოაქვეყნეს [Video]

გასული წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ კომპანია Samsung-ი დრეკადდისპლეიანი სმარტფონების შემუშავებაზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა Project Valley. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დასაკეცი სმარტფონი გაყიდვაში წლის ბოლომდე გამოჩნდება, მაგრამ პროექტის წარმოებაში ჩაშვება ვერ მოხერხდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში Samsung-მა დრეკადი სმარტფონების დაპატენტება მაინც მოახერხა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, სმარტფონი ბაზარზე, სახელწოდებით Samsung Galaxy X გამოჩნდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button