მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დე ფაქტო უშიშროება ენგურზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზად კარანტინს ასახელებს

დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 6 აპრილს, დღის ოთხ საათზე, გალის რაიონის სოფელ თაგილონში, რამდენიმე პირმა სცადა საქართველოსთან “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” მდინარე ენგურის გავლით. ე.წ. სუსის ცნობით,მდინარის გადაცურვის დროს, ადიდებულმა წყალმა სამი მოქალაქე გაიტაცა, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია. ცხედრები კი ზუგდიდის სოფელ შამგონაში იპოვეს.

“არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა განპირობებულია აფხაზეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსული პირების მიმართ ქართული მხარის მიერ დაწესებული სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის თავიდან აცილების სურვილით”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში არაფერია ნათქვამია მეოთხე გარდაცვლილზე,რომელიც მოგვიანებით მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ორსანტიაში იპოვეს.

ოთხი გარდაცვლილიდან ყველაზე ახალგაზრდა 34 წლის თამარ ცატავაა. ისინი ე.წ. ფონით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, ვინაიდან ენგურის ცენტრალური ხიდი გასული წლის 14 მარტიდან ჩაკეტილია და ამ დროისთვის მხოლოდ პენსიონრები და ენგურჰესის თანამშრომლები გადმოდიან,საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კი 5 დღიანი კარანტინის გავლა უწევთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button