მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ალავერდელი მეუფე დავითი კორონავირუსს თბილისის ინფექციურში მკურნალობს

ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი, კორონავირუსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ სასულიერო პირს კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს.
მეუფესთან ერთად, ინფიცირებულია კიდევ ერთი სასულიერო პირიც, რომელმაც მიტროპოლიტის თანდასწრებით, ალავერდის მონასტერში წირვა ჩაატარა.
კოვიდ-19-ით დაავადდა ალავერდის ეპარქიის მონაზონიც, რომელიც ძირითადად ჟურნალისტებთან კონტაქტობს და მათ ეპარქიის უნარს იერარქებთან კოორდინაციაში ეხმარება.

შეგახსენებთ, ინფორმაცია საქართველოს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოსა და ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ,
რადიო ჰერეთმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

 

ახალი ამბები 20:00 საათზე –11/11/21

მსგავსი პოსტები

Back to top button