სტამბოლის ტერაქტს 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა [Video]

გასულ შაბათს, 22:30 წუთზე ადგილობრივი დროით, სტამბოლში, სტადიონ Vodafone Arena-ს გვერდზე, მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც საფეხბურთო გუნდებმა “ბეშიქთაშმა” და “ბურსასპორმა” გამართეს, 2 ქფეთქება მოხდა. ინფორმაციას Hurriyet ავრცელებს.
სტადიონის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, სადაც პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის ავტობუსი მორიგეობდა, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, ხოლო ტერიტორიის მიმდებარე პარკში ტერორისტმა-კამიკაძემ თავი აიფეთქა.
ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაიღუპა, მათ რიცხვში 30 პოლიციელია. საავადმყოფოებში 155 დაშავებულია გადაყვანილი, 14 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ტერაქტში ეჭვმიტანილი 13 პირი დაკავებულია. ქვეყანაში ერთდღიანი ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო თურქეთში აკრძალულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ – “ქურთისტანის თავისუფლების შევარდნები”.
სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქების დროს 2 ტერორისტი დაიღუპა. დაჯგუფების წევრების თქმით, მათი სამიზნე თურქი ადამიანები კი არ იყვნენ, არამედ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნუმან კურტულმუშმა განაცხადა, ტერორისტებმა 300-400 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.