მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა რომ იარაღის შესყიდვებში აღმოაჩინა კორუფციული სქემა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოავლინეს კორუფცია სამხედროების მიერ დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში.
„[გამოვლენილია] თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები და იარაღის მიმწოდებელი „ლვოვის არსენალის“ მენეჯერები, რომლებმაც მოიპარეს თითქმის 1,5 მილიარდი გრივნა ($40 მილიონამდე) ჭურვების შეძენისას“, – განაცხადა SBU-მ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჭურვების შესყიდვაზე კონტრაქტი დაიდო „ლვოვის არსენალთან“ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს 100,000 ნაღმტყორცნების შეძენაზე 2022 წლის აგვისტოში, გადახდა განხორციელდა წინასწარ, გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღი არ მიუღიათ. თანხა კი, გადავიდა გარკვეულ უცხოურ ანგარიშებზე.

მათივე ცნობით, გამოძიებამ ამხილა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები და იარაღის მიმწოდებელი ლვოვის არსენალის მენეჯერები, „რომლებმაც მოიპარეს თითქმის 1,5 მილიარდი გრივნა ჭურვების შეძენისას“.

გამოძიების თანახმად, კორუფციაში მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები და შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელები. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკრაინის დატოვების მცდელობისას დააკავეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მოპარული თანხები ამოღებულია და თავდაცვის ბიუჯეტში დაბრუნდება.
ენდემური კორუფციის აღმოფხვრა რჩება მთავარ საკითხად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. სამხედრო ძალებში კორუფცია კი განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია უკრაინაში.

თავდაცვის მინისტრი ოლექსიი რეზნიკოვი გაათავისუფლეს გასული წლის სექტემბერში სხვადასხვა კორუფციული საქმის გამო.

ამასთან უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსებს 900-მდე მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა დარჩათ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უახლესი მონაცემებით, დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც წინა პერიოდში – დაახლოებით 900 მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა. რაოდენობა უცვლელია, რადგან მტერმა 29 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში სამი მასშტაბური შეტევის დროს დიდი რაოდენობით რაკეტები გამოიყენა“, – აღნიშნა იგნატმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რაკეტებს აწარმოებს, ის ასევე ხარჯავს მათ და ამიტომ, მაჩვენებელი იმავე დონეზე დარჩა. იგნატის მტკიცებით, ამჟამად, რუსეთის ფედერაცია თვეში 100-მდე რაკეტას აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button