რეგიონი
სოჭსა და ოკუპირებულ გაგრას შორის ჩქაროსნული მატარებელები ხვალიდან იმოძრავებენ

სოჭსა და ოკუპირებულ გაგრას შორის ჩქაროსნული მატარებელები ხვალიდან იმოძრავებენ.
ელექტრომეტარაბელი “ლასტოჩკა”რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ყოველდღე ივლის,-წერს “აფსნიპრესი”, “აფხაზეთის რკინიგზის” “გენერალური დირექტორის” არსოუ ჭითანავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ჭითანავას თქმით, საწარმომ შეასრულა ყველა ვალდებულება და დაასრულა აზერბაიჯანის რკინიგზაზე “ლასტოჩკას” გასაშვებად საჭირო სამუშაოები.
მგზავრები საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს ვესიოლოიეს (რუსეთი) და ცანდრიფშის (აფხაზეთი) რკინიგზის სადგურებზე გაივლიან.
ბილეთები სალაროებში უკვე გაყიდვაშია.