მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიცია უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავს

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში ” ლელოს” კაბინეტში იკრიბება. ოპოზიცია ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავს.

როგორც ცნობილია, ოპოზიციის უმრავლესობა და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არის რუსული და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს უქმნის.

“ლელოს” დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას საფრთხეს უქმნის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პარლამენტში საკითხის განხილვა არ შეწყდება.

“მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ რას ნიშნავს ამ კანონის მიღება საქართველოსთვის – ამ კანონის მიღებით დასრულდება საქართველოსთვის ყველანაირი შანსი, რომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ამ კანონის შედეგად, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე გამოცხადდება მმართველი რეჟიმის მიერ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად და დაიწყება მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. ამ კანონის მიღების შედეგად, ჩვენი ქვეყანა მყარად გადაინაცვლებს ისეთი ქვეყნების რიგებში, როგორიც არის დღეს პუტინის რუსეთი და ლუკაშენკოს ბელარუსი. ამიტომ, ცხადია, არც ქართული ოპოზიცია და არც ქართველი ხალხი არ აპირებს, რომ მშვიდად გააგრძელოს შეგუება იმასთან, თუ როგორ ასრულებს დღეს ბიძინა ივანიშვილის დავალებას მისი მონა-მორჩილი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და ართმევს ქართველების არაერთ თაობას უფლებას, იცხოვროს თავისუფალ და წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოში. პროტესტი გაგრძელდება ხვალაც, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამ პროცესს არ შევაჩერებთ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ “ქართულ ოცნებას”, ამ რუსულ საოკუპაციო ძალას მოუწევს პოლიტიკური ძალაუფლების დათმობა ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპული მომავლის თაობაზე არის ნათელი, თუ ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ მის პოლიტიკურ პროექტს და ევროპულ მომავალს შორის, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ჩვენი ეროვნული, ევროპული არჩევანის სასარგებლოდ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ქართული ოცნება“ ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს – დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას, რომელიც ხვალ პარლამენტში არის დაგეგმილი.

როგორც ის განმარტავს, მისი მიზანია, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოების თითოეულ წევრს კანონპროექტის შესახებ.

„მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდეს ერთიანი გეგმა, თუ რას ვაპირებთ ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. დღეს იმიტომ ვიკრიბებით, რომ შევათანხმოთ, ვის რა ხედვა აქვს. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოების თითოეულ წევრს. „ქართული ოცნება“ ხვალ საკომიტეტო მოსმენის დროს იძალადებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას დეტალურად ავუხსნათ პრინციპი რამდენად დამანგრეველია. დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა“, – აღნიშნავს სამნიძე.

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები საერთაშორისო მესიჯის სათქმელად არის შემოღებული, რომ ჩვენ პუტინის გზაზე გვინდა დადგომა – ჩვენ, ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს რითაც შეგვეძლება დავეხმარებით, მთავარია მათ რამე უნდოდეთ ,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების შინაარსი საშიშია.

„მგონი, ყველას ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, განსხვავებული პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ნაკელებად აქვს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს კანონი რაიმეს შესაცვლელად კი არ არის შემოღებული, ეს საერთაშორისო მესიჯის სათქმელად არის შემოღებული, რომ ჩვენ პუტინის გზაზე გვინდა დადგომა, ან მზად ვარ ამისთვის. ასეთი ნიშანია და ეს ბევრად უფრო საშიშია ვიდრე ის, რომ მსუსხავი ეფექტი ექნება მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე“,- აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

ამასთან, მან ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ჯერ უცნობია ოპოზიციის გამოქმედო გეგმა.

„წელიწადი გავიდა, რაც ოპოზიცია ერთად შეკრებილი არ მინახავს. სანამ ამ ხალხს არ ვნახავ ერთად, როგორ შეიძლება ვთქვა, თუ რას ვაპირებთ? ჯერ უნდა გავესაუბრო, მოვისმინო რა ჭკუაზე არიან, რა უნდათ. ჩვენ ჩვენი პროტესტი გვაქვს, 11 მარტს გვაქვს აქცია მონობის წინააღმდეგ. ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს რითაც შეგვეძლება დავეხმარებით, მთავარია მათ რამე უნდოდეთ“, – აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში ” ლელოს” ფრაქციის კაბინეტში იკრიბება. ისინი ე.წ. უცხო გავლენების შესახებ კანონპროექტს და ამ თემასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავენ. როგორც ცნობილია, ოპოზიციის უმრავლესობა და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის რუსული და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს უქმნის. საკითხის განხილვას პარლამენტში წინა სხდომებზე ხმაური მოჰყვა. რამდენიმე დეპუტატს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პარლამენტის გარეთ კი საპროტესტო აქციაზე აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები დააკავეს. ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაუბრუნდება. 6 მარტს დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტია.

შეგახსენებთ რომ 6 მარტს დანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტია.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

მსგავსი პოსტები

Back to top button