პარლამენტმა ბრძანებულება დაამტკიცა

გურჯაანის რაიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში სამხედრო ძალების გამოყენებაზე, პარლამენტმა პრეზიდენტის ბრძანებულება 91 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

ბრძანებულება 22-23 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეული მდგომარეობის გამო, სამხედრო ძალების გამოყენებას ითვალისწინებს.

22 ივლისს, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ახაშენის ხევი ადიდდა და 40-მდე სახლი დატბორა.

სტიქიამ რკინიგზის მაგისტრალი და შიდა საუბნო გზები მიწით და ქვაღორღით დაფარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button