მსოფლიოსიახლეები

შვედეთი – 1 მლნ ადამიანზე ყველაზე მეტი დაღუპული ევროპაში

შვედეთში, სადაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ახალი ვირუსის შესაკავებლად მნიშვნელოვანი შეზღუდვები არ დაუწესებიათ, გასული შვიდი დღის განმავლობაში 1 მილიონ ადამიანზე დღეში საშუალოდ, 6.25 ადამიანი დაიღუპა, – ევროპაში ყველაზე მეტი.

ამ დროისთვის, ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 5.75-ს უდრის.ამის მიუხედავად, პანდემიის მიმდინარეობისას, შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე უფრო ნაკლები ადამიანი არის გარდაცვლილი, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, იტალიაში, ბელგიაში და საფრანგეთში. თუმცა, შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე ახალი ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე დანიაში, ნორვეგიაში და ფინეთში.

შვედეთმა, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, კრიზისის მართვის განსხვავებული გზა აირჩია:

სკოლები არ დაკეტილა; ბიზნესების უმეტესი ნაწილი, მათ შორის, რესტორნები და ბარები ღიაა; მოქალაქეებს კი, გადაადგილების უფლება შეზღუდული არ აქვთ.

WHO-ს ჯანდაცვის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი მაიკ რაიანი შვედეთის მიერ არჩეულ, კორონავირუსთან ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიას იწონებს.

“რაც ამ ქვეყანამ განსხვავებულად გააკეთა, არის ის, რომ [შვედეთი] ძალიან ენდობა ურთიერთობას მოქალაქეებთან, მათ უნარსა და მზაობას, რომ თავად, საკუთარი სურვილით დაიცვან სოციალური დისტანცირება და დაარეგულირონ საკუთარი თავები”. – აცხადებს მაიკ რაიანი.

ახლანდელი მონაცემებით, შვედეთში ახალი კორონავირუსის 30 799 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 3 743 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button