მნიშვნელოვანისაქართველო

“სმითების მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს”

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დღეს მას პირველი შეხვედრა ჰქონდა სახაზინო ადვოკატთან, რომელიც ბრალდებულის დაცვის გარკვეულ სტრატეგიაზე საუბრობს.

რაც შეეხება შს სამინისტროს პოზიციას, მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ნათია მეზვრიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დაკავებულსა და მსხვერპლს შორის სექსუალური კავშირი დაადასტურა.

22 ივლისს, მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი თქვა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე აცხადებდა, რომ კობაური მხოლოდ დანაშაულის მოწმეა და არა მკვლელი. მანამდე, 11 ივლისს მალხაზ კობაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში თქვა, რომ სმითები მოკლა “უცხო ორმა მამაკაცმა,” რომლებიც ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ.

დავით გირგვლიანს მალხაზ კობაურის დაცვაზე უარის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. ადვოკატის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიასაშუალებებით გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ბრალდებულს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმითთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული.

ხადას ხეობაში ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი 3 კვირის წინ მოკლეს. სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსია დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button