“გელა გრიშენკოს სულ 6 ძირი ვაზი აქვს გასხლული” [Audio]

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი მევენახე გელა გრიშენკოს მიერ ვაზის გაჩეხვას პოლიტიზირებულ პროცესს უწოდებს.

როგორც ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, გელა გრიშენკოს აქვს 75 მეასედი ვაზი და მან ტელევიზიების საკეკლუცოდ მხოლოდ 6 ძირი ვაზი მოჭრა. მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც გაჩეხილი ვაზი იყო, არ ეკუთვნოდა თავად გელა გრიშენკოს.

ირაკლი შიოლაშვილი_ხმა

შეგახსენებთ, რომ სოფელ კარდენახში ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახემ, როგორც ამას თავად ამბობდა, 0,25 მეასედ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ვენახის ნაწილი გაჩეხა. ამის შესახებ მან ტელეკამერებთან ილაპარაკა.

გრიშენკომ განაცხადა, რომ ქარხანასთან რიგში რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი დაპირებული 70 თეთრის ნაცვლად 60 გადაუხადეს, რაც საერთო ჯამში 1800 ლარს შეადგენს. მისივე თქმით, “ეს თანხა გაწეული ხარჯების დაფარვას არ ეყოფა და ვერც ბანკის ვალს გადაიხდის”.

გელა გრიშენკო_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button