მნიშვნელოვანისაქართველო

მეტროპოლიტენი მუშაობას 1 საათით ამცირებს

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას, ერთი საათით ადრე, 00:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათზე წყვეტს.  მიზეზი ელექტროუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკის დახმარებით 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი. მოხდება ძალოვანი კაბელების ჩანაცვლება და სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button