აშშ-ში Fashion Los Angeles Awards-ის ცერემონია ჩატარდა [Photo/Video]

ლოს-ანჯელესის სასტუმრო Sunset Tower Hotel-ში ყოველწლიური პრემიის – Fashion Los Angeles Awards-ით დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა და მომღერლებმა მიიღეს, როგორებიცაა ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, პამელა ანდერსონი, ქეით ჰადსონი და სხვა.

2016 წლის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ვარსკვლავებს თავიანთი მოდური იმიჯის დემონსტრირება შეუძლიათ, ორგანიზება გამოცემა Daily Front Row-მა გაუწია.

გამოცემის ინფორმაციით, საღამოს გმირი მომღერალი ლედი გაგა გახდა, რომელმაც არა მარტო ორიგინალური ტანისამოსი წარმოადგინა, არამედ “წლის რედაქტორის” წოდებაც მოიპოვა, როგორც ჟურნალის საგაზაფხულო ნომრის ერთ-ერთმა გამომშვებმა.

პრემიები აგრეთვე გადაეცათ: ბელა ჰადიდს, როგორც “წლის მოდელს”, ბრენდომ მაქსველს, როგორც “წლის საუკეთესო დიზაინერს”, ხოლო ჯეინი იენგმა და კარინ როიტფელდმა “წლის საუკეთესო სტილისტის” ჯილდო დაიმსახურეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31791″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button