მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მარტვილის ეპარქიაში დაშავებული ერთი ჟურნალისტი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს

 

მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირებისას,დაშავებული ჟურნალისტების მდგომარეოობა ნაწილის სტაბილურია,ერთი მათგანის კი მძიმე.

მარტვილის ეპარქიიდან კატასტროფის სამსახურის ბრიგადამ ეპარქიის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე მათგანს სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება.

ექიმის განმარტებით, ერთს, პოსტ TV-ის ჟურნალისტ სოსო ხოფერიას დაუდგინდა წელის მეოთხე მალის მოტეხილობა. შესაბამისად, პაციენტს დასჭირდა თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას მარცხენა წვივის მედიალური ფუჯის მოტეხილობა აქვს. თუმცა ის, ლევან ქობალიასვე თქმით, საკუთარი სურვილით ბინაზე გაეწერა და სახლში განაგრძობს მკურნალობას.

დაშავებულებს შორის არის TV პირველის სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტი პაპუნა შუშანიაც. მან სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად კოჭის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა მიიღო. მის ოპერატორს დაზიანება აღენიშნება შუბლის არეში და აქვს თავის ტვინის შერყევა.

პაპუნა შუშანია თავისივე გადაწყვეტილებით მკურნალობას სახლში განაგრძობს.

მარჯვენა მხარი დაუზიანდა “რუსთავი 2-ის” ოპერატორ დავით კონჯარიას. ისიც სახლში აგრძელებს მკურნალობას.

სულ ექვსი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში. მათგან ნაწილმა უფრო ადრე, გამოკვლევების საფუძველზე დატოვა საავადმყოფო.

ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს მრევლის და სასულიერო პირების ნაწილი ახლადდანიშნულ მიტრპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდა. ხმაური მოჰყვა ეპისკოპოსის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ორ დიაკონს “ღვთისმოქმედებაში მონაწილეობა” აეკრძალა დაუმორჩილებლობის გამო.

დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button