მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში ელენეობა ჩატარდა

დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის დაბადების დღის აღსანიშნავად, თელავში ელენეობა ჩატარდა.
დღესასწაული თელავის სამხატვრო სკოლამ ელენე ახვლედიანის დაბადებიდან 121-ე წლისთავის აღსანიშნავად მოაწყო.

თავად სკოლა თითქმის 60 წელია, რაც ელენე ახვლედიანის სახელს ატარებს.
სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული, სხვადასხვა ჟანრის 200-მდე ნამუშევარი გამოიფინა.

ღონისძიების მსვლელობის დროს გამოფენა-პერფორმანსიც მოეწყო.

სამხატვრო სკოლის დირექციის განმარტებით, ელენეობა ტრადიციულია და უკვე ათეულ წელზე მეტია, ტარდება.
სკოლა 1962 წელს დაარსდა და თელავში დაბადებული დიდი მხატვრის პატივსაცემად, ელენე ახვლედიანის პატივსაცემად, მისი სახელი მიენიჭა.

მხატვარი ქალი თელავში 1901 წელს დაიბადა და განსაკუთრებული სიყვარულით ძველი თელავის ამსახველ პეიზაჟებს ხატავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button