ჩამოვარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიყვანეს

ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიყვანეს. საჰაერო აპარატს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ. დღესვე უნდა დადგინდეს რა ზარალი მიადგა სახელმწიფოს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო.

წყლის დონის დასაწევად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთლიანად გაიწმინდა წყალი, რათა არ მომხდარიყო მდინარის დაბინძურება გაჟონილი საწვავისგან.

ჯერჯერობით უცნობია ამოიღეს თუ არა პილოტისა და მართვის ცენტრის ჩანაწერები. შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button