მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი, 242 271-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 96 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 2 212-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 48 003 პაციენტი.

ამ დროისთვის, აშშ-ში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოვლინდა კორონავირუსის 1 408 636 შემთხვევა. გარდაიცვალა 83 423-მდე კოვიდ-ინფიცირებული.

მსოფლიოში, კორონავირუსით 4 357 565 ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა 293 216, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 611 236 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button