მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს ჯარის 1.5 მილიონ სამხედრომდე გაზრდა და მათი შეიარაღება, სავარაუდოდ, გაუჭირდება

ბელარუსის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამწვავება, რუსეთის ფსიქოლოგიური ზეწოლაა

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთს გამოცხადებული გეგმის მიხედვით ჯარის 1.5 მილიონ სამხედრომდე გაზრდა და მათი შეიარაღება, სავარაუდოდ, გაუჭირდება.

17 იანვარს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალების სტრუქტურაში 2023-2026 წლებში ცვლილებები იგეგმება, რაც მათ შორის სამხედრო პერსონალის 1.5 მილიონამდე გაზრდას მოიცავს. ეს მანამდე გამოცხადებულ 1.35 მილიონ სამხედრომდე გაზრდაზე 11%-ით მეტია.

შოიგუმ ასევე გამოაცხადა, რომ იგეგმება მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო დასახლებების აღდგენა, რაც ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, დასავლეთ რუსეთში ძალების საბჭოთა პერიოდში ორგანიზების ეპოქაში ნაწილობრივი დაბრუნებაა. ასევე იგეგმება სამხედრო დანაყოფების განლაგება ფინეთის საზღვართან მდებარე კარელიას რეგიონში.

„შოიგუს გეგმები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა დიდი ალბათობით, აფასებს, რომ გაზრდილი კონვენციური სამხედრო საფრთხე უკრაინაში მიმდინარე ომის მიღმა მრავალ წელს გაგრძელდება. თუმცა, რუსეთს, სავარაუდოდ გაუჭირდება ამ დაგეგმილი გაფართოებისთვის ადამიანების [მობილიზება] და აღჭურვა“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

რუსეთი არმიაში “ფართომასშტაბიან ცვლილებებს” აანონსებს

ბელარუსის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამწვავება, რუსეთის ფსიქოლოგიური ზეწოლაა, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა.

“კონცეპტუალურად, ბელარუსის მხრიდან პირდაპირი სამხედრო საფრთხის თემის გამწვავება, როგორც დაზვერვის მთავარი სამმართველო უკვე იუწყებოდა, არის რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია. რა თქმა უნდა, დიქტატორ ლუკაშენკოზე ყველაფერი ვიცით, ბელარუსის რეჟიმის შესახებ. თუმცა არის ობიექტური რაღაცები: დამრტყმელი დაჯგუფების რაოდენობა, ძალებისა და საშუალებების მზაობა და სხვა მომენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ დღეისთვის ბელარუსის მხრიდან სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის, მისი რუსეთის მხარეს მონაწილეობის, საფრთხე არ არის,” – თქვა ანდრეი იუსოვმა.

მისივე თქმით, ვითარების შეცვლის შემთხვევაში “შესაბამისი ინფორმაცია იქნება” და აღნიშნა, რომ ვითარების შეცვლის შემთხვევისთვის “უკრაინა მზად არის და ყველა სცენარი შემუშავებული აქვს”.

“ცოტა ხნის წინ ვნახეთ, იგი [ლუკაშენკო] შეხვედრის დროს ლავროვს როგორ ასულელებდა, და ერთი მხრივ, უყვებოდა როგორ უყვარს პუტინი, შემდეგ კი უთხრა, რომ უკრაინის მხრიდან საფრთხეს ვერ ხედავს, და რომ უკრაინა უძლებს, ანუ დიქტატორ ლუკაშენკოს სუიციდალური ქმედებების ჩადენა არ სურს,” – თქვა იუსოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button