მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში, პედაგოგების ჯგუფური ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა

დისტანციური სწავლების რეჟიმზე, კახეთში, კიდევ ერთი სკოლა გადაიყვანეს.

გურჯაანის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, კორონავირუსით, პედაგოგების ჯგუფური ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ-19 პედაგოგების ოჯახის წევრებსაც დაუდგინდათ.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, დაინფიცირებული პირები ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ერთ-ერთი მუსიკალური სკოლის თანამშრომლებთანაც.

სპეციალისტებმა ამ კონტაქტების მოძიება დილიდან დაიწყეს.

კორონავირუსის გამო, რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ექვსი სკოლაა დახურული.

კახეთში, ინფიცირებულთა რიცხვმა, უკვე 400 გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button