მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აფხაზეთი საქართველოა-ამ სიტყვებისთვის დაკითხვაზე დაბარებულ აფხაზ გოგონას ბოდიში მოახდევინეს

სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” 28 მარტს ვიდეო გამოქვეყნდა,სადაც რამდენიმე ახალგაზრდა გოგო ჩანს. ვიდეორგოლში ერთ-ერთი მათგანი, ალიონა ტანია ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოა. ამას გარდა, სხვადასხვა სოციალური ქსელით გავრცელდა ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც გამოწყობილები არიან “აფხაზური მილიციის” ფორმაში.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. მათივე თქმით, ყველა მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია.

“გოგოებმა ისარგებლეს პენსიაზე გასული თავიანთი ნაცნობი პოლიციელების ფორმებით. სხვადასხვა დროს გადაიღეს პირადი ფოტოები და გამოაქვეყნეს. ჩვენ უამრავი საჩივარი მივიღეთ აღშფოთებული მოქალაქეებისგან. დავიბარეთ იდენტიფიცირებული პირების მშობლებიც”, – ნათქვამია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვიდეოჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილეა ალიონა ტანია, რომელმაც უკვე მისცა დე ფაქტო სამართალდამცველებს პირველი განმარტებები. ის ამბობს, რომ მას ამის გაკეთება სთხოვეს და ამის გამო ყველას ბოდიშს უხდის.

“მე ძალიან ვწუხვარ”, – თქვა ალიონამ.

მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ სინანულით არ დასრულებულა – ამბობენ დე ფაქტო შსს-ში. ე.წ. პოლიციის განყოფილებაში დაბარებული ალიონას მამა თენგიზ ტანია ამბობს, რომ ამ ჩანაწერის შესახებ დღეს პირველად შეიტყო.

“ეს არასწორია. მე ომი გამოვიარე. 17 წელი ვიბრძოდი ლატვიასა და გალის რაიონში. მე არ მეგონა, თუ ჩემი გოგო ამაზე წავიდოდა”, – ამბობს გოგონას მამა.

მსგავსი პოსტები

Back to top button