მნიშვნელოვანირეგიონი

მკვლელობა კახეთში-მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა მისი ქმარი კი მოკლა

მკვლელობა კახეთში- საგარეჯოში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა.

შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა , ხოლო მის მეუღლეს ცეცლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში, გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ.

ექიმების განმარტებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი.

სავარაუდო დანმაშავე, ამ დროისათვის , მიმალულია და პოლიცია ეძებს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

მსგავსი პოსტები

Back to top button