მნიშვნელოვანისიახლეები

გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა- ტრაგედია შოვში

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებიდან ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 4.
მედიიის ინფორმაციით 6 აგვისტოს დილას ნაპოვნი ცხედარი ბავშვს ეკუთვნის – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამოცნობამდე ამ ინფორმაციას არ აზუსტებს.

ამ დროისთვის მაშველები სტიქიის ზონაში კიდევ 17 ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მედიასთან ამბობს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებიდან 12 ადამიანია იდენტიფიცირებული.

“12 -ის იდენტიფიცირება მოხდა. 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული და 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი“, – უთხრა დღეს, 6 აგვისტოს ენუქიძემ ჟურნალისტებს.

6 აგვისტოს სტიქიის ზონაში ჩავიდნენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20-მდე ადამიანთან.

შოვის ტრაგედიის გამო 7 აგვისტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა.
შეგახსენეთ ბოლო მონაცემებით, სტიქიის ადგილას ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი. მაშველები ეძებენ კიდევ 17 ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები.სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი

მსგავსი პოსტები

Back to top button