მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

იმპიჩმენტის მუქარის მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტი მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს ინსტაგრამის გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყენბული ვიდეოში.
შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაკრონთან საუბარი ჰქონდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

“მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ფრანგულენოვანი სიტყვის თარგმანი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მაკრონის თანახმად, ისაუბრეს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე.

„დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია – ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის“, – ამბობს ემანუელ მაკრონი.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველი გუნდი პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევს ვინაიდან პრეზიდენტმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. ამასთან მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.

თავად სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პოლიტიკური ძალის გეგმას, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

საქართველოს პრეზიდნეტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველი იმპიჩმენტის პროცედურა, შესაძლოა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ მიესალმება “პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე”. მიშელთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტი 31 აგვისტოს გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (50 დეპუტატს). საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში 84 დეპუტატია.

მსგავსი პოსტები

Back to top button