ობობის ახალ სახეობას “ჰარი პოტერის” ქუდის სახელი დაარქვეს [Photo/video]

ობობის ახალ სახეობას, რომელიც ინდოეთში აღმოაჩინეს, “პოტერიანის” ცნობილი ქუდის პატივსაცემად Eriovixia gryffindori დაარქვეს, – იუწყება Times of India.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ობობის მოყვანილობა ძალიან ჰგავს წვეტიან ქუდს, რომელსაც “ჰარი პოტერის” გმირი ხმარობს.

მეცნიერების აზრით, მწერი სხეულის ამგვარი მოყვანილობით ფოთლად ინიღბება, რათა მტაცებლებისგან თავი დაიცვას.

“მოზარდობის ასაკში ძალიან მიყვარდა წიგნები ჰარი პოტერზე. როგორც კი ეს ობობა დავინახე, მაშინათვე “პოტერიანის” წვეტიანი ქუდი გამახსენდა”, – განაცხადა ერთ-ერთმა ბიოლოგმა, ჯავედ აჰმედმა, რომელმაც მწერის აღმოჩენაში მონაწილეობა მიიღო.

წიგნის ავტორმა, ჯოან როულინგმა მეცნიერებს ახალი მწერის აღმოჩენა საკუთარ Twitter-გვერდზე მიულოცა.

 

captura_de_pantalla_2016-12-13_a_las_12-23-26

მსგავსი პოსტები

Back to top button