მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ნიკა მელიას დაკავების ფორმას აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტი

ნიკა მელიას დასაკავებლად არც დრო და არც ფრომა არ იყო საუკეთესო, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი BBC-სთან ინტერვიუში.

„მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რასაც მხარს ვუჭერ და ესაა კომპრომისი, დეპოლარიზაცია, დეესკალიზაცია, ნიკა მელიას დასაკავებლად არც დრო და არც ფორმა არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.
რისი თქმაც შემიძლია, უნდა ვიმუშავოთ უფრო მეტი კომპრომისის მოსაძებნად, რადგან სწორედ ეს არის გზა საქართველოს მოსახლეობისთვის და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მე ყველას და განსაკუთრებით, მმართველ პარტიას მოვუწოდებდი, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ეცადონ თავიდან აიცილონ ოპოზიციის პროვოკაციები. ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს თუკი ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. ამაში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. „აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოხატეს და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდეს, ევროპარლამენტარებმა, ადგილობრივმა საელჩოებმა, მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button