გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი [Video/Photo]

ნეპალელი ჩანდრა ბაჰადურ დანგი, რომლის სიმაღლე 54,6 სანტიმეტრი იყო, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, – გადმოსცემს The Kathmandu Post.
გაზეთის მონაცემებით, ნეპალელი სამოას ერთ-ერთ კუნძულზე – ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

2012 წელს, დანგი „გინესის რეკორდების წიგნში“ შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ტანმორჩილი ადამიანი. ამის შემდეგ, დანგიმ განაცხადა, რომ მშობლიური სოფელი არასდროს დაუტოვებია და ახლა მსოფლიოში მოგზაურობა სურს.

2014 წლის ნოემბერში, ლონდონში ჩატარებული გინესის მსოფლიო რეკორდებისადმი მიძღვნილი დღეების ჩარჩოებში, დანგი მსოფლიოში ყველაზე მაღალ კაცად აღიარებულ – თურქ სულთან ქოსენს შეხვდა. ქოსენის სიმაღლე 2 მეტრი და 51 სანტიმეტრია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17091″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button