მსოფლიოსიახლეები

ხუთდღიანი კომენდანტის რეჟიმი თურქეთის 31 პროვინციაში

თურქეთის 31 პროვინციაში ხუთდღიანი კომენდანტის რეჟიმი გამოცხადდა. იგი 27 აპრილის შუაღამემდე გაგრძელდება. ამის შესახებ Anadolu იუწყება. 30 დიდი ქალაქისა და ზონგულდაგის პროვინციის მცხოვრებლებს 23-დან 26 აპრილამდე სახლების დატოვება ეკრძალებათ.

გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

მანამდე კომენდანტის რეჟიმი ორჯერ იყო გამოცხადებული თურქეთის 31 პროვინციაში, შაბათ-კვირაობით.

აღნიშნული შეზღუდვები შეეხო შემდეგი ქალაქების მაცხოვრებლებს: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიკესირი, ბურსა, დენიზლი, ერზრუმი, ესკიშეჰირი, ჰატაი, სტამბოლი, იზმირი, კაჰრამანმარაში, კაისერი, კონია, მანისა, მარდინი, მერსინი, მულღა, ორდუ, საკარია, სამსუნი, ტრაბზონი, ვანი და აგრეთვე ზონგულდაგის პროვინცია.

23-24 აპრილს, რამადანის წმინდა თვის დასაწყისთან დაკავშირებით, სასურსათო მაღაზიები იმუშავებს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამ დღეებში ქალაქების მცხოვრებლებს (გარდა 20 წლამდე ასაკისა და 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისა) შეეძლებათ მხოლოდ უახლოეს მაღაზიებში წასვლა. ამ დღეებში მაღაზიებს აგრეთვე ექნებათ სახლში მიტანის სერვისიც.

ამავდროულად, 25 და 26 აპრილს, აღნიშნულ 31 პროვინციაში, სასურსათო მაღაზიები არ იმუშავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button