მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გადასცა

აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებს გაამკაცრებს

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს საჭირო საველე ტექნიკა და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტი გადასცა.

„ვაგრძელებთ უკრაინის მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას. დღეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებამდე საველე მომსახურების ძირითადმა აღჭურვილობამ და ათიათასობით მშრალი კვების კომპლექტმა მიაღწია. ჩვენ უკრაინის დახმარებას ვაგრძელებთ და ხაზს ვუსვამთ ზამთრის პერიოდში ასეთი დახმარების მნიშვნელობას“, – წერს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა აღნიშნა, რომ ზამთარში ჯარისკაცებისთვის საველე აღჭურვილობა განსაკუთრებით აუცილებელია.

აშშ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებს გაამკაცრებს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ რუსული ნავთობის შემოსავლების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შემდგომ ეტაპზე გადადის, რომელიც მიმართულია რუსეთიდან ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე დაწესებული “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის არდაშვებასა და ასეთ ქმედებებზე კონტროლის გამკაცრებაზე.

ცვლილებები მიმართულია ატესტაციის პროცესების გამკაცრებაზე და ნავთობის ტრანსპორტირების გარკვეული პროვაიდერების ინფორმაციის შენახვაზე.

დამატებით აშშ-მა სანქციები შემოიღო გემის მფლობელი SUN Ship Management კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დარეგისტრირებული და სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო კომპანია “სოვკომფლოტს” მიეკუთვნება.

სანქციები ასევე შეეხო რუსული ნავთობის სამ ტრეიდერს, რომლებიც მოსკოვს ჰონგ-კონგიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან “ფასების ზედა ზღვრისთვის“ გვერდის ავლის საშუალებას აძლევდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button