საქართველოსიახლეები

Georgian Airways-მა ბერლინიდან საქართველოს მოქალაქეები დააბრუნა

დღეს ლონდონი-თბილისის რეისით, ავიაკომპანია Georgian Airways საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს. ისინი ქვეყანაში დაბრუნებას COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შეწყვეტილი ავიარეისების გამო ვერ ახერხებდნენ.

ემიგრანტების კიდევ ერთი ნაკადი Georgian Airways-ის კუთვნილმა Boeing 737-800-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 აპრილს, 18:05 საათზე ჩამოიყვანა, როცა ბერლინი-თბილისის რეისი განახორციელა.

აღნიშნულ მიმართულებაზე 110 ბილეთის რეალიზაცია (სხვადასხვა თარიღზე) კომპანიამ ფრენების შეზღუდვამდე მოახდინა. შესაბამისად, 3 აპრილს განხორციელებულ სპეცრეისზე ამ მგზავრებმა უპირატესობით ისარგებლეს, ხოლო დარჩენილი 10 ბილეთი, Georgian Airways-მა, რეისის განხორციელებამდე 2 დღით ადრე, ანუ 1-ლ აპრილს გაყიდა.

ფრენისას, ყველა მგზავრი და თავად ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი იყვნენ ნიღბებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button