ობამამ აშშ-ის არმიის მინისტრის პოსტზე ღია გეი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, აშშ-ის არმიის მინისტრის პოსტზე, ერიკ ფენინგი წარადგინა, რომელიც ღია გეია და საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს, – გადმოსცემს BBC News.

ობამამ აღნიშნა, რომ ფენინგი მრავალწლიანი გამოცდილებითა და განსაკუთრებული ლიდერული თვისებებით გამოირჩევა.

უახლოეს პერიოდში, ფენინგის კანდიდატურა, რომელიც ამჟამად არმიის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს, სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, 47 წლის ფენინგი კონგრესსა და პენტაგონში სხვადასხვა პოსტებს იკავებდა. ასევე იგი ორგანიზაცია Gay & Lesbian Victory Fund-ის ხელმძღვანელობაში მუშაობდა, რომლის მიზანი – სახელისუფლო ორგანოებში, ღია ქომოსექსუალთა რაოდენობის გაზრდა იყო.

ფენინგის ამ თანამდებობაზე წარდგენა კიდევ ერთი გამოწვევაა პენტაგონისთვის, რომელიც 4 წლის წინ ამ თანამდებობაზე ღია გეის წარდგენას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა, – წერს Washington Post.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ 2015 წლის ივნისში ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების შეზღუდვის აკრძალვა გააუქმა, რითაც ამ სახის ქორწინება ყველა შტატში გახდა შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button