მნიშვნელოვანისიახლეები

შეხვედრები NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან

საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დღეს ბრიუსელში გაემგზავრება. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, შეხვედრები NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან გაიმართება და ძირითადი საკითხი რუსეთის მიერ

უკრაინაზე განხორციელებული აგრესია და რეგიონში მიმდინარე პროცესები იქნება.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს გეგმა თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად რეგიონში ფართომასშტაბიანი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button