მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ

ირლანდიაში თავშესაფრის მიღების მსურველებს შორის საქართველოს მოქალაქეები რაოდენობით პირველ ადგილზე არიან

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს.

მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ (2022 წლის მარტი) რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დაარეგისტრირეს. ეს მონაცემები გასული 27 წლის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება.

ორგანიზაციის მიხედვით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით 21 326 კომპანია. ბოლო ორი წლის მონაცემები, წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

მიუხედავად რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის და ცხოვრებისა საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის საძიებლად უცხოქვეყანაში მასიურად მიდიან,

ირლანდიაში თავშესაფრის მიღების მსურველებს შორის საქართველოს მოქალაქეები რაოდენობით პირველ ადგილზე არიან – სტატისტიკურ ინფორმაციას თავშესაფრის მიმღებთა საცხოვრებლებში განთავსებულების შესახებ ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი აქვეყნებს. დოკუმენტში, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით უწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნიგერია, სირია, სომალი, ზიმბაბვე და კონგო. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 8-ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინიდან თავშესაფარის მთხოვნელების.
საერთაშოროსო დაცვის განსახლების სამსახურის (IPAS)მონაცემებით, საქართველოდან თავშესაფრის მსურველები პირველ ადგილას არიან მთელი 2023 წლის განმავლობაში. IPAS-ი საცხოვრებელით უზრუნველყოფს მხოლოდ მათ, ვინც ირლანდიაში ჩადის თავშესაფრის მოთხოვნით და არ აქვს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი საკუთარი საცხოვრებელი პირობები. IPAS-ის მხრიდან საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება იმ ვადამდე, სანამ საემიგრაციო სამსახური განიხილავს აპლიკაციას და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ირლანდიური მედიის თანახმად, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა 2021 წლიდან იწყება. 2022 წლის პირველ 8 თვეში ირლანდიაში თავშესაფარი ითხოვა 1800-მდე საქართველოს მოქალაქემ, რაც 8-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში შესული განაცხადებები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

ირლანდიის ლტოლვილთა საბჭოს მონაცემებით, 2022 წელს, იანვრიდან ივლისამდე საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებლებიდან 20%-მა მიიღო დადებითი პასუხი, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 18% იყო. საბჭო აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაში საქართველოდან მიგრანტები ძირითად განმცხადებლებს შორის ხვდებიან.

16 ივლისის სტატისტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში იმყოფება საქართველოს 3473 მოქალაქე. შემდეგ მოდიან ნიგერია – 2872, ალჟირი – 2612, სომალი – 2150, ზიმბაბვე – 1963 და ა.შ.

მსგავსი პოსტები

Back to top button