მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

17 თებერვლის ღამეს ომში მყოფმა ქვეყანამ ავდეევკა დატოვა

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. ომში მყოფმა ქვეყანამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო. მიზანი ალყაში მოქცევის საშიშროების თავიდან არიდებაა.
უკრაინული ჯარების ჯგუფის „ტავრიას“ მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა დატოვა.

„იმ სიტუაციაში, როდესაც მტერი იერიშზეა გადმოსული საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებზე ათი-ერთთან მეტი ჭურვით, მუდმივი დაბომბვის პირობებში, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, – წერს ტარნავსკი.
“ავდიივკას მიმართულებით, უკრაინელი სამხედროები ცდილობენ მტრის შეკავებას, აქ სამხედრო ოპერაციებსა და სტრატეგიებზე პასუხისმგებელია “ტავრიას” დაჯგუფება. გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 28 შეტევა მხოლოდ ავდიივკაში, სადაც მნიშვნელოვანი დანაკარგები განვიცადეთ. დანაყოფების გეგმური გამაგრების შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცდა და ხორციელდები ჯარების სტრატეგიული გადაადგილება.

მთლიანად, გასული დღის განმავლობაში, 95 ბრძოლა გაიმართა. საერთო ჯამში, მტერმა განახორციელა 34 სარაკეტო და 85 საჰაერო დარტყმა ჩვენი ჯარებისა და დასახლებული პუნქტების პოზიციებზე. რუსული ტერაქტების შედეგად, სამწუხაროდ, სამოქალაქო მოსახლეობას შორის არიან დაჭრილები და დაღუპულები. ნგრევა და ზარალი განიცადა მრავალსართულიანმა და კერძო შენობებმა,”-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერი ანდრეი კოვალოვი.

როგორც გენერალი სირსკი ამბობს, მისი სტრატეგია სიტუაციის სტაბილიზაციას და რაც შეიძლება მეტი სამხედროს სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება.

ჯარები გაიყვანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის ბრძანებით, „ქალაქიდან უკრაინული შენაერთების გაყვანისა და უფრო ხელსაყრელი პორზიციებიდან თავდაცვაზე გადასვლის შესახებ“ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “ალყის თავიდან აცილების და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით”. “ჩვენ ვიღებთ ზომებს სიტუაციის გასამყარებლად და პოზიციების შესანარჩუნებლად. სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა”, – თქვა სირსკიმ და ავდეევკის დაბრუნების პირობა დადო.

ტარნავსკის თქმით, დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსების ოცდაათზე მეტი თავდასხმა, რუსულმა არმიამ განახორციელა ოცი საჰაერო იერიში და 150-ზე მეტი მეტი საარტილერიო დაბომბვა, რამაც ასევე დააზიანა ავდეევკის რაიონში დასახლებული ადგილები.

უკან დახევის დროს რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ანალოგიურ მონაცემებს არ ავრცელებს. მანამდე, პარასკევს, 16 თებერვალს, ბლოგერებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას, გამოაქვეყნეს კადრები, სადაც რუსი ჯარისკაცები თავიანთი ქვედანაყოფის დროშას აღმართავდნენ, სავარაუდოდ, ავდეევკის ცენტრში მდებარე ქალაქის პარკში.

ავდიივკას რუსები თვეების განმავლობაში ურტყამდნენ, მაგრამ მათ მხოლოდ ბოლო კვირების განმავლობაში შეძლეს პოზიციების გაძლიერება. რუსების მოწინავე ჯარების მცირე ჯგუფებმა უკვე შეძლეს ქალაქში შეღწევა. მედიის ცნობით, მათ უკრაინელი სამხედროების ნაწილი მძევლად აიყვანეს.

2022 წლის თებერვლიდან რუსი სამხედროები არაერთხელ შეეცადნენ ქალაქ ავდეევკის დაკავებას. მასშტაბური იერიში ქალაქზე 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button