მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო ხალხმრავალი აქცია ქუთაისში

მასშტაბური საპროტესო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მათი მოთხოვნაა შეჩერდეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ვინაიდან, მათი თქმით, ის საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

ქუთაისის აქციას წინ უძღოდა ადგილობრივების 126-დღიანი პროტესტი ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა.

ორგანიზაცია EMჩ ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს.

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button