მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხიდან ტურისტები ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიიდან, შეუძლოდ მყოფი ტურისტები,მაშველებმა თბილისში გადაიყვანეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაცით, ფრანგი ტურისტები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარში მყოფი ოთხი მოქალაქე, შეუძლოდ გახდა და მაშველების დახმარება დასჭირდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, ადგილზე ჩაფრინდნენ.

მეხანძრე-მაშველებმა, საფრანგეთის სამი და საქართველოს ერთი მოქალაქე,. თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ექიმების მიერ, გადაყვანილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ტურისტები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button