მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში სახანძრო სამაშველო სამსახურია მობილიზებული

ლაგოდეხში, ბაგრატიონის ქუჩაზე, სახანძრო სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

ქუჩაზე, სადაც ასფალტის დამგები სამუშაოები მიმდინარეობდა, გაჩერებულ ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრო ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს.

საკრებულოს წევრი ომარ მირზოშვილი ჰერეთთან საუბარში აცხადებს, რომ აფეთქების ხმა გაისმა და ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილობრივი სამაშველო სამსახურები ატარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button