ჯეიმს ბონდის ქონება აუქციონზე გაიყიდა [Video]

ლონდონის აუქციონზე საქველმოქმედო ვაჭრობა იმ ნივთებით გაიმართა, რომლებიც ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ფილმში – “007:სპექტრი” გამოიყენებოდა. გაყიდული ნივთების საერთო ღირებულებამ 2,785 მილიონ გირვანქა სტერლინგს (4 მილიონი დოლარი) მიაღწია, – გვაცნობებს Christie’s აუქციონის სახლი.

ლოტებს შორის კოლექციონერებში ყველაზე დიდი ინტერესი ავტომობილმა Aston Martin DB10-მა დაიმსახურა, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის იყო შემუშავებული. აღნიშნული ლოტი 2,4 მილიონ გირვანქა სტერლინგად (3,4 მილიონი დოლარი) გაიყიდა.

აუქციონის სხვა ტოპ-ლოტად ბონდის კოსტუმი იქცა, რომელშიც იგი მეხიკოში “მიცვალებულთა დღეს” დაესწრო. აგენტის საწვიმრის, ნიღაბის, ქუდის, ხელთათმანებისა და ხელჯოხის კოლექცია 98,5 ათას გირვანქა სტერლინგად (140 ათასი დოლარი) გაიყიდა.

როგორც Christie’s სახლის აუქციონის დირექცია გვაცნობებს, მოგებული თანხა საქველმოქმედო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფონდებში გადაირიცხება, მათ რიცხვში არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button