მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერო-ს სამშვიდობო მისიები შესაძლოა დაიხუროს

შესაძლოა, გაერო-ს სამშვიდობო მისიები მთელ მსოფლიოში დაიხუროს. ეს იმ შემთხვევაში, თუ გაერო-ს გენერალური ასამბლეა $6 მილიარდის მოცულობის ახალ ბიუჯეტზე შეთანხმებას 30 ივნისამდე ვერ მიაღწევს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

თუ 30 ივნისამდე ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხდება, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ფინანსების დახარჯვას, მხოლოდ გაერო-ს აქტივების დასაცავად, პერსონალისა და სამშვიდობოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეძლებს. ამის შესახებ გაერო-ს წარმომადგენელი კეტრინ პოლარდი აცხადებს.

გაერო-ს 12-მა სამშვიდობო მისიამ მიიღო რეკომენდაცია, რომ შეიმუშაონ საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმა.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს სამშვიდობო მისიების უმეტესობა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშია განთავსებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button