თავისუფლების 4 მედალი ყაზახეთიდან

28-29 ნოემბერს ყაზახურ ტარაზში გამართულ დინმუხამედ კუნაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 2-2 ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები დავით ტლაშაძე (70) და გიორგი საკანდელიძე (125) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი კონსტანტინე ხაბალაშვილმა (65) და დავით მოძმანაშვილმა (125) მოიპოვეს.

ტლაშაძე ფინალში რუს ხალილ ამინოვთან 0:8-ს აგებდა, თუმცა გორელმა ფალავანმა შეხვედრის შემობრუნება შესძლო. ჯერ მან მეტოქე პარტერში გადაიყვანა და დაატრიალა, შემდეგ კი “დატუშა”.

არ შედგა მძიმე წონის ქართული ფინალი საკანდელიძეს და მოძმანაშვილს შორის. ამ უკანასკნელმა ხელის ტრავმა მიიღო და საკანდელიძე ჩემპიონად უბრძოლველად გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button