ტრამპი: პუტინი უკრაინაში არ შევა [Video]

ყირიმის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა და აშშ-მა ეს უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა.

“თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, რომ ყირიმის მოსახლეობას რუსეთთან ყოფნა უფრო უნდა, ვიდრე იქ, სადაც იქამდე იყო. ესეც უნდა გავითვალისწინოთ”, – დასძინა ტრამპმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის აზრით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონფლიქტში ჩათრეული არაა და მის წინააღმდეგ ღია აგრესიას არ აპირებს.

ამერიკელი პოლიტიკოსი ასევე თვლის, რომ უკრაინაში არეულობა სუფევს და ეს მაშინ ხდება, როცა ხელისუფლების ადმინისტრაციის სათავეში ობამა იმყოფება, რომელსაც NATO-სთან მჭიდრო კავშირი აქვს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სერვერზე თავდასმა რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს. ამის გარდა, კლინტონმა რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ რომ სკანდალი DNC-ის სერვერზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ მაშინ გაჩაღდა, როცა WikiLeaks-მა 20 ათასი ელექტრონული წერილი გამოაქვეყნა, რომელიც კომიტეტის ჩინოვნიკებმა მიიღეს ან გააგზავნეს. WikiLeaks-მა მიმოწერა 22 ივლისს გამოაქვეყნა, თუმცა ინფორმაცია DNC-ის სერვერის გატეხვის თაობაზე ერთი თვით ადრე გავრცელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button