შოთა ხიზანიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა ხიზანიშვილი და მას 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე საუბარი იყო მეორე ბრალდებაზე – 182 მუხლზე, რომელიც გულისხმობს გაფლანგვას. ამ მუხლში მოსამართლემ მიიჩნია, რომ შოთა ხიზანიშვილს თანხასთან შემხებლობა არ ექნებოდა და შესაბამისად გაფლანგვის მუხლში ის დამნაშავედ არ ცნო.
შოთა ხიზანიშვილმა სასამართლოს დაწყებამდე განცხადა, რომ განაჩენი იქნებოდა პოლიტიკურად მოტივირებული და მის მიმართ რომელიმე მუხლში აუცილებლად იქნებოდა საპატიმრო სასჯელი გამოყენებული.
დღესვე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილის მიმართაც. მოსამართლემ მათ 2-2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით, ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებათ.